ჩაკვეტაძე „უოტფორდს“ ბოლო ტურშიც ვერ დაეხმარება

0
9

გიორგი ჩაკვეტაძე „უოტფორდის“ განაცხადში ინგლისის ჩემპიონშიფის რეგულარული სეზონის ბოლო მატჩშიც არ იქნება, რომელსაც მისი გუნდი სტუმრად „მიდლსბროსთან“ ჩაატარებს.
ეს ინფორმაცია გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ტომ კლევერლიმ მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევ ნახევარმცველს საზარდულის ტრავმა აწუხებს და ბოლო ტურებში განაცხადში ამიტომ არ იყო. კლევერლის თქმით, კლუბში კარგად აქვთ გათავისებული თუ რამდენად მნიშვნელოვანი ზაფხული ელის ქართველ ფეხბურთელს და ამიტომ, მისი ჯანმრთელობით გარისკვას არ აპირებენ.
„უოტფორდმა“ მიმდინარე წლის 1 თებერვალს ბელგიის „გენტიდან“ 2,5 მილიონ ევროდ გამოისყიდა და კონტრაქტი 2027 წლამდე გაუფორმა. 24 წლის ფეხბურთელმა ჩემპიონშიფში ჩატარებულ 34 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი