„ბორუსიამ“ ფინალისკენ ნაბიჯი გადადგა

0
22

ჩემპიონთა ლიგის მეორე ნახევარფინალური წყვილის პირველ მატჩში დორტმუნდის „ბორუსიამ“ პსჟ მიიღო და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
მატჩის 36-ე წუთზე შლოტებერკმა თავისი ნახევრიდან კარგი პასი მისცა პარიზელთა მცველს უკან გახსნილ ფიულკრუგს, რომელმაც ბურთი  ერთი შეხებით მიიღო, ხოლო საჯარიმოში შესულმა ზუსტად დაარტყა – 1:0. მან დორტმუნდელთა რიგებში ჩატარებულ სადებიუტო სეზონში 16 გოლი გაიტანა. ამის შემდეგ, დორტმუნდელებს ანგარიშის გაზრდაც შეეძლოთ, როდესაც ფრანგების საჯარიმოში მყოფმა ზაბიცერმა ხელსაყრელი პოზიციიდან ბურთი მიწაზე დაუშვებლად სახიფათოდ დაარტყა და დონარუმამ საიმედოდ ითამაშა. სტუმრებს პირველ ტაიმში მოწინააღმდეგის კარისკენ ერთხელაც არ დაურტყამთ.
პსჟ შესვენების შემდეგ უფრო კარგად ათამაშდა და საპასუხო ბურთის გატანა შეეძლო. ტაიმის შუაწელში კილიან მბაპეს სახიფათო დარტყმის შემდეგ ბურთი „ბორუსიას“ მეკარისგან მარცხენა ძელს მოხვდა, მაგრამ შეტევა გაგრძელდა და ჰაკიმიმ დააარტყა, თუმცა ამჯერად მასპინძლები გოლის გაშვებისგან მარჯვენა ძელმა იხსნა. საბოლოოდ ანგარიში არ შეცვლილა და მიმდინარე სეზონში პსჟ პირველად დამარცხდა ისე, რომ გოლი არ გაუტანია.
საპასუხო შეხვედრაში პსჟ 7 მაისს „ბორუსიას“ „პარკ დე პრენსზე“ მიიღო.
ლაშა თაბაგარი