ჯიმი ტაბიძემ საბერძნეთის სუპერლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა, რომელიც მისი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.
ქვედა ექვსეულში მყოფი „პანეტოლიკოსი“ სახლში „ატრომიტოსს“ შეხვდა და 1:0 დაამარცხა.
ტაბიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 53-ე წუთზე როდესაც „პანეტოლიკოსმა“ კუთხური ჩააწოდა, რის შემდეგ თანაგუნდელისგან პასი კარის წინ მდგომ ქართველ მცველს მიუვიდა, რომელმაც თავით გაიტანა. საბოლოოდ, ამ გოლის წყალობით „პანეტოლიკოსმა“ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. ტაბიძემ, რომელიც გუნდს ზამთარში შეუერთდა, 6 შეხვედრაში თავი ერთხელ გამოიჩინა. ლევან შენგელია საქართველოს ნაკრებში მიღებული ტრავმის შემდეგ არ გამოჯანმრთელებულა და ამიტომ, „პანეტოლკოსს“ ვერ ეხმარება.
ლაშა თაბაგარი
