დავითაშვილის მარცხი გასვლაზე

0
7

„ბორდო“, რომელშიც ზურიკო დავითაშვილი გამოდის, საფრანგეთის ლიგა 2-ის 35-ე ტურში „ლავალს“ ესტუმრა და სახლში უქულოდ დაბრუნდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა შეუცვლელად ითამაშა. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო მასპინძლებმა გამარჯვების ერთადერთი გოლი 61-ე წუთზე გაიტანა. 74-ე წუთზე ჟირონდელები მოედანზე 10 კაცით დარჩნენ, რადგან ვაისბეკმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო.
მიმდინარე სეზონში დავითაშვილმა ჩემპიონატში 6 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა.
„ბორდოს“ 44 ქულა აქვს და 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-14 ადგილზეა.
ლაშა თამაში