მიქაუტაძის მორიგი გოლი ლიგა 1-ში

0
9

გიორგი მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ში კიდევ ერთი გოლი გაიტანა. 31-ე ტურში “მეცი”, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი გამოდის, შინ გათამაშების მე-3 საფეხურზე მყოფ “ლილს” დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა. მიქაუტაძემ ანგარიში 23-ე წუთზე პენალტის ზუსტად შესრულების შემდეგ გახსნა და ამ სეზონში თავის ანაგრიშზე მე-11 გოლი ჩაიწერა. მან თავი ზედიზედ ოთხ შეხვედრაში გამოიჩინა. თუმცა, მხოლოდ ქართველის გარჯა საბოლოო წარმატებისთვის საკამრისი არ აღმოჩნდა. სტუმრენიდან 31-ე წუთზე საპასუხო ბურთი ისმაილიმ გაიტანა, ხოლო 44-ე წუთზე მეცელთა კარი იაზიჩიმ აიღო. მეორე ტაიმში მეტი ბურთი არ გასულა და “მეცი” 29 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-16 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი