ლევერკუზენის „ბაიერი“ ევროპის რეკორდსმენია

0
61

გერმანიის ბუნდესლიგის 31-ე ტურში მოქმედი ჩემპიონი ლევერკუზენის „ბაიერი“ შინ „შტუტგარტს“ შეხვდა და მიუხედავად იმისა, რომ 0:2 აგებდა, ქულა მაინც აიღო – 2:2.
ლევერკუზენელებს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში ზედიზედ 46 მატჩი არ წაუგიათ. „ბაიერმა“ 21-ე საუკუნეში წაუგებელი ოფიციალური თამაშების რაოდენობით ევროპის რეკორდი დაამყარა. მანამდე, რეკორდი ხორვატულ ზაგრების „დინამოს“ ეკუთვნოდა, რომელიც 2014-2015 წლები სეზონში 45 შეხვედრაში არ დამარცხდა.
“ბაიერმა” გარდა იმისა, რომ გერმანიის ჩემპიონატი მოიგო, ასევე გერმანიის თასის ფინალში და ევროპა ლიგის ნახევარფინალში გააღწია.
ლაშა თაბაგარი