ანდრე ვილაშ-ბოაში „პორტუს“ პრეზიდენტი გახდა

0
5

ცნობილი პორტუგალიელი მწვრთნელი ანდრე ვილაშ-ბოაში პორტუგალიის „პორტუს“ პრეზიდენტად აირჩიეს. მან არჩევნებში პინტუ და კოშტას აჯობა, რომელიც კლუბს 1982 წლიდან ხელმძღვანელობდა.
ვილაშ-ბოაში „პორტუს“ 2010-2011 წლებში ავარჯიშებდა და პორტუგალიის ჩემპიონატი, პორტუგალიის თასი, სუპერთასი, ასევე ევროპა ლიგა მოაგებინა.
ის „პორტუს“ გარდა, ლონდონის „ჩელსის“, „ტოტენჰემს“, „ზემიტს“, „შანხაის“ და „მარსელს“ ავარჯიშებდა.
ლაშა თაბაგარი