ყაზაიშვილი სასტარტოში მეორედ ვერ მოხვდა

0
25

ვაკო ყაზაიშვილი ჩინეთის „შანდუნში“ გადასვლის შემდეგ, სასტარტო შემადგენლობაში მეორედ ვერ მოხვდა. სუპერლიგის მე-8 ტურში :შენდუნი“ გათამაშების ცხრილში მეორე საფეხურზე მყოფ „ჩენგდუს“ ეწვია და 1:0 გაიმარჯვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 72-ე წუთზე ჩაერთო. სტუმრებმა ერთადერი გოლი მე-11 წუთზე გაიტანეს. ყაზაიშვილმა, რომელიც სუპერლიგაში სადებიუტო სეზონს ატარებს, 8 მატჩში მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო და 1 საგოლე პასი გააკეთა. „შანდუნი“ 14 ქულით 16-გუნდიან სუპერლიგაში მე-5 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი