ლოჩოშვილის გუნდმა კონკურენტთან წააგო

0
38
REGGIO NELL'EMILIA, ITALY - MARCH 06: Luca Lochoshvili of US Cremonese in action during the Serie A match between US Sassuolo and US Cremonese at Mapei Stadium - Citta' del Tricolore on March 06, 2023 in Reggio nell'Emilia, Italy. (Photo by Alessandro Sabattini/Getty Images)

იტალიის სერია B-ს 35-ე ტურში „კრემონეზე“ სტუმრად ერთ-ერთ უშუალო კინკურენტ „ვენეციას“ შეხვდა და მინიმალური სხვაობით დაამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა კრემონელთა შემადგენალობაში შეუცვლელად ითამაშა. „კრემონეზე“ პირველი ტაიმის 24-ე წუთზე ვასკესმა დააწინაურა, ხოლო 48-ე წუთზე გიტკიაერმა საპასუხო ბურთი გაიტანა. 76-ე წუთზე ბიარკასონმა სტუმართა კარი მეორედ აიღო და დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა. „კრემონეზემ, რომელიც სერია A-ში დაბრუნებისთვის იბრძვის, სეზონის ბოლო ნაწილი აშკარად ჩააგდო და 60 ქულით 20 გუნდში მე-4 ადგილზეა.
სერია A-ს 34-ე ტურში „ფროზინონემ“ შინ „ სალერნიტანას“ 3:0 სძლია. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფორვარდი გიორგი კვერნაძე მასპინძლების თადარიგში იყო, მაგრამ არ უთამაშია. „ფროზინონე“ 31 ქულით 20 გუნდში მე-17 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი