გველესიანი ირანის თასს გამოეთიშა

0
42

„პერსეპოლისი“, რომელშიც გიორგი გველესიანი გამოდის ირანის თასის გათამაშებას გამოეთიშა. 1/8-ფინალში „პერსეპოლისი“ სტუმრად „ალუმინიუმ არაკს“ შეხვდა და პირველი ტაიმი 2:0 მოიგო. თუმცა, მასპინძლებმა ანგარიშში სხვაობა 85-ე წუთზე შეამცირეს, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე გამთანაბრებელი გოლი გაიტანაეს. დამატებით დროში „პერსეპოლისი“ ისევ 2 ბურთით დაწინაურდა, მაგრამ „ალუმინიუმ არაკმა“ თანაფარდობა აღადგინა – 4:4. პენალტების სერია მასპინძლებმა 6:5 მოიგეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა და თერთმეტმეტრიანიც გაიტანა.
თასის გათაამებას ასევე გამოეთიშა გრიგოლ ჩაბრაძის „ზობაჰანი“, რომელმაც სტუმრად „ტრაქტორთან“ 1:2 წააგო.
ლაშა თაბაგარი