„ბაიერნი“ რალფ რანგნიკს ეპატიჟება

0
33

მიუნხენის „ბაიერნი“ თომას ტუხელის შემცვლელად ავსტრიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ რალფ რანგნიკს განიხილავს.
ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, „ბაიერნსა“ და რანგნიკს შორის მოლაპარაკება ინტენსიურად მიმდინარეობს, ხოლო მიუნხენური კლუბის ხელმძღვანელებიდან გერმანელი სპეციალისტის დანიშვნას ყველა მიესალმება.
რანგნიკნს ხანგრძლივ კონტრაქტს არ შესთავაზებენ. ის ხელშეკრულებას 2026 ან 2027 წლის ივნისამდე გააფორმა. გარდა ამისა, მიუნხენელები ავსტრიის ფეხბურთის ფედერაციას რანგნიკის კონტრაქტის გამოსასყიდად 2-3 მილიონ ევროს გადაუხდიან. თუმცა, ავსტრიის ფეხბურთის ფედერაცია 15 მილიონი ევროს მოთხოვნას აპირებს, რის შესახებ ამ ქვეყნის მედია იუწყება.
ლაშა თაბაგარი