მიქაუტაძემ “მეცს” ისევ მოაგებინა

0
39

“მეცმა” გიორგი მიქაუტაძის წყალობით საფრანგეთის ლიგა 1-ში ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო. 30-ე ტურში მეცელები “ლე ავრს” დაუპირისპირდნენ და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 46-ე წუთზე, როდესაც მისი თანაგუნდელის დარტყმული მეკარემ გაანეიტრალა, მეტოქის საჯარიმოში მყოფი გოლკიპერის გარდა,ერთ მცველს გაცდა, რასაც მარცხენა მახვილი კუთხიდან ზედა კუთხეში დარტყმა მიაყოლა. მიქაუტაძემ ბოლო სამ მატჩში მეტოქეთა კარის 5-ჯერ აიღო, ხოლო საერთო ჯამში მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატში 10 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ 29-ე ტურში “მეცმა” შინ “ლანსი” ქართველი ფორვარდის დუბლით 2:1 დაამარცხა. “მეცი” 29 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-15 ადგილზეა.
გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 30-ე ტურში “კარსლრუემ” საკუთარ მოედანზე ბერლინის “ჰერტას” 3:2 აჯობა. ჩვენი ეროვნული გუნდის ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე მასპინძლების განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. “კარლსრუე” 46 ქულით 18 გუნდში მეხუთეა.
ლაშა თაბაგარი