„დილამ“ მეორე ადგილი შეინარჩუნა

0
42

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-10 ტური თბილისში დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე დასრულდა, სადაც „გაგრამ“ გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი გორის „დილა“ მიიღო.
პორტუგალიელი რუი მოტას გაწვრთნილმა გორელებმა მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს. შეხვედრაში ერთადერთი გოლი 39-ე წუთზე შოთა შეყილაძემ გაიტანა, რომელმაც სენეგალელი იბრაჰიმე დრამეს ზუსტი პასი გამოიყენა. შეხვედრის მიწურულს მთავარმა არბიტრმა ბაკურ ნინუამ მასპინძლების კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა, მაგრამ ეპიზოდის რეფერის ვიდეოასისტენთან გადამოწმების შემდეგ, თავისი გადაწყვეტილება შეცვალა.
„დილა“ 23 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა და ლიდერ „იბერიას“ 2 ქულით ჩამორჩება. გიორგი ონიანიას თავკაცობით „გაგრამ“ ზედიზედ მეოთხე თამაში წააგო და 4 ქულით ბოლოა.
​​​​​​​გაგრა 0:1 დილა
ლაშა თაბაგარი