ლევან კორღალიძის გაწვრთნილმა „ჟენისმა“ ყაზახეთის პრემიერლიგაში მეორე თამაში მოიგო. მე-5 ტურში „ჟენისმა“ „თურანი“ მიიღო და 38-ე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით მოიგო. მასპინძლების ქართველი ლეგიონერებიდან ზურაბ თევზაძემ შეუცვლელად ითამაშა. მის მსგავსად სასტარტოში ირაკლი ბიძინაშვილიც იყო, რომელიც 76-ე წუთზე შეცვალეს. „ჟენისი“ 6 ქულით 14 გუნდში მე-8 ადგილზეა.
აზერბაიჯანი ჩემპიონატის 31-ე ტურში კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით „გაბალამ“ სტუმრად მოქმედ ჩემპიონ აგდამის „ყარაბაღთან“ 2:2 ითამაშა. მასპინძლების კარში ორი ტაიმი ლუკა გუგეშაშვილი იდგა. „გაბალა“ 17 ქულით 10 გუნდში ბოლოა.
საუდის არაბეთის ჩემპიონატის 28-ე ტურში „ალ ახდუდი“ შინ „დამაკთან“ 1:2 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების მცველი საბა კვერკველია მასპინძლების სასტარტოში იყო და პირველი ტაიმის მერე აღარ უთაამშია. მან მიმდინარე სეზონში 28 მატჩი სასტარტო შემადგენლობაში ჩაატარა და მეორედ შეცვალეს.
საბერძნეთის სუპერლიგაში დარჩენისთვის მებრძოლმა “პანეტოლიკოსმა” სტუმრად “ატსერასი” 2:0 დაამარცხა. გამარჯვებულებში მცველმა ჯიმი ტაბიძემ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ლევან შენგელია ტრავმირებულია.
ლაშა თაბაგარი
