ქუთაისის “ტორპედომ” კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-2 წრე ისეევე დაიწყო, როგორც პირველი დაასრულა. თუ მე-9 ტურში შოტლანდიელი სტივ კინის გაწვრთნილები გასვლაზე “თელავს” უგოლოდ გაეყარნენ, ამჯერად ანალოგიური ანგარიშით ასევე სტუმრად ერთ-ერთ აუტსაიდერ “სამტრედიას” დაუზავდნენ.
“ტორპედოს” 5 მატჩიანი წაუგებელი (3 გამარჯვება და 2 ფრე) სერია აქვს და 17 ქულით მე-4 ადგილზეა, ხოლო ჩრდილოეთ მაკედონილი დიმიტარ კაპინკოვსკის ხელმძღვანელობით “სამტრედიამ” 7 ქულა დააგროვა და მერვეა.
სამტრედია 0:0 ტორპედო
ლაშა თაბაგარი
