ვაკო ყაზაიშვილმა., რომელიც „შანდუნში“ სადებიუტო სეზონს ატარებს, ჩინეთის ჩემპიონატში თავისი მესამე გოლი გაიტანა.
„შანდუნმა“ მე-7 ტურში „კანგჟუ“ მიიღო და 4:1 დაამარცხა. ქართველი შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 77-ე წუთამდე ითამაშა. 66-ე წუთზე „შანდუნის“ ფეხბურთელი დარტყმული ბურთი სტუმართა მცველს მოხვდა და საჯარიმოში ყაზაიშვილს მიუვიდა, რომელმაც ცრუ მოძრაობით ერთი მეტოქე ჩამოიცილა და „ცაციათი“ ახლო კუთხეში გაიტანა. მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ჩინეთის პირველობაზე სამი გოლის გარდა, ერთი საგოლე პასია. „შანდუნს“ 11 ქულა აქვს და 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა.
ინგლისის ჩემპიონშიფის 44-ე ტურში “უოტფორდმა” შინ “ჰალტან” 0:0 ითამაშა. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე მასპინძლების განაცხადში არ იყო. “უოტფორდმა” ბოლო 7 მატჩიდან 6 ფრედ დაასრულა და 1 წააგო. “უოტფორდი” 52 ქულით 24 გუნდში მე-15 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
