პიოლის „მილანიდან“ სეზონის ბოლოს დაითხოვენ

0
23

„მილანის“ ხელმძღვანელები მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან სტეფანო პიოლის დაითხოვენ, იუწყება იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო. უახლოეს კვირებში „მილანში“ ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამენ იტალიელ სპეციალისტთან კონტრაქტის ნაადრევად შესაწყვეტად.
58 წლის პიოლი მილანელებს 2019 წლის ოქტომბრიდან ხელმძღვანელობს და 2021-2022 წლების სეზონში ჩემპიონის ტიტული 12-წლიანი პაუზის მერე მოაგებინა. ამჟამად, „მილანი“ 69 ქულით იტალიის ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა და ლიდერ თანაქალაქელ „მილანს“ 14 ქულით ჩამორჩება.
ლაშა თაბაგარი