„სამგურალმა“ მეორე წრე „დინამოსთან“ მოგებით დაიწყო

0
22

მიხეილ აშვეთიას გაწვრთნილმა „სამგურალმა“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე წრე წარმატებით დაიწყო. წყალტუბოელებმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში თბილისის „დინამოს“ უმასპინძლეს და 3 ქულა აიღეს. 32-ე წუთზე გვატემალელმა ოსკარ სანტისმა მეტოქის ნახევარზე კარგად ისარგებლა ბრაზილიელი ბულის პოზიციურ შეცდომით და მას მერე რაც მეტოქეს გაცდა „სამგურალის“ საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მყოფმა ჯადული იობაშვილმა თავური დარტყმით ანგარიში გახსნა – 0;1.
44-ე წუთზე თბილისელთა საჯარიმოსთან ახლოს დანიშნული სტანდარტულის შესრულების დროს, დემურ ჩიხლაძემ ბურთი მეტოქის კართან ჩააწოდა, ხოლო ფრანგმა ნახევარმცველმა დომინიკ საიმონმა ბურთი თავის კარში ჩაჭრა. მეო“დინამოს“ მცველის მიერ ცუდად მოგერიებული ბურთი საჯარიმოს გარედან ძლიერად დაარტყა და ეფექტური გოლით მასპინძლები დააწინაურა – 2:1. 66-ე წუთზე ჩიხლაძის ჯერი დადგა, რომელმაც დინამოელთა საჯარიმოს ხაზთან ბურთი ერთი შეხებით დაამუშავა, ხოლო მეორეთი გიორგი ლორიას დაბალ კუთხეში გაუტანა – 3:1.
„სამგურალმა“ მიმდინარე სეზონში მე-2 მატჩი მოიგო და 8 ქულით 10-გუნდია ჩემპიონატში მერვეა, ხოლო ესპანელი ანდრეს კარასკოს თავკაცობით „დინამომ“ 12 ქულა დააგროვა და მეხუთეა.
კოლხეთი 1913 2:2 დინამო ბთ 
ლაშა თაბაგარი