„რეალიდან“ კაპიტანი მიდის

0
41

მადრიდის „რეალის“ ცენტრალური მცველი ნაჩო მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კლუბიდან წავა. 34 წლის ფეხბურთელმა ამის შესახებ მადრიდელთა ხელმძღვანელებს აცნობა, იუწყება გამოცემა Marca. ნაჩოს ზაფხულში „რეალთან“ კონტრაქტი ეწურება და კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვბს.
ის „რეალის“ აღზრდილია და პირველ გუნდში 2010-2011 წლების სეზონიდან გამოდის – ყველა ტურნირში ჩატარებულ 355 მატჩში 16 გოლი გაიტანა. მან მიმდინარე სეზონში მადრიდელებში 36 შეხვედრა ჩაატარა.
„რეალის“ კაპიტანმა განვლილ პერიოდსი ესპანეთის ლა ლიგა 3-ჯერ, ესპანეთის თასი 2-ჯერ, ესპანეთის სუპერთასი 5-ჯერ, ჩემპიონთა ლიგა 5-ჯერ, უეფას სუპერთასი 3-ჯერ, ხოლო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი 5-ჯერ მოიგო.
ლაშა თაბაგარი