„კოლხეთმა“ ჩემპიონს თამაში დაუტრიალა – მამუჩაშვილის დუბლი, ახალაძის სუპერგოლი

0
26

ბათუმის „დინამომ“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე წრის პირველ მატჩში ქობულეთში ფოთის „კოლხეთთან“ ჩაატარა და მიუხედავად იმისა, რომ ორბურთიანი სხვაობით იგებდა, მხოლოდ ქულას გამორჩა.
მატჩის 44-ე წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვიმა დაახლოებით 25 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა ძლიერად შეასრულა და ფოთელთა კარის „ცხრიანში“ ეფექტური გოლი გაიტანა.
პირველი ტაიმისთვის დაამტებულ მე-4 წუთზე მამუჩაშვილმა მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეიჭრა და მისი ჩაწოდების შემდეგ, ბურთი ხელზე „კოლხეთის“ კაპიტამ დავით მეგრელიშვილს მოხვდა, ხოლო მთავარმა მსაჯმა ირაკლი კვირიკაშვილმა პენალტი დანიშნა. მან ეპიზოდი რეფერის ვიდეოასისტენთან გადაამოწმა. თერტმეტმეტრიანი მამუჩაშვილმა შეასრულა და უკრაინელმა მეკარე კოტლიაროვმა ბურთი მოიგერია, მაგრამ ბათუმელთა ნახევარმცველმა ზუსტად დაამატა და დუბლი შეასრულა.
78-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა დემეტრე გვასალია დარტყმული ბურთი ლევან ხარაბაძემ დაბლოკა, თუმცა სტუმართა საჯარიმოში მყოფი ფოთელის განმეორებითი დარტყმა ზუსტი აღმოჩნდა – 1:2.
88-ე წუთზე გიორგი ახალაძემ დაახლოებით 35 მეტრიდან უძლიერესად დაარტყა და მიმდინარე სეზონის ალბათ საუკეთესო გოლი გაიტანა – ბურთი ჯერ ზედა ძელს მოხვდა და შემდეგ კარში აღმოჩნდა – 2:2.
„დინამო“ 23 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მეორეა, ხოლო დავით კვირკველიას ხელმძღვანელობით „კოლხეთმა“ 10 ქულა დააგროვა და მეექვსეა.
კოლხეთი 1913 2:2 დინამო ბთ 

ლაშა თაბაგარი