დავითაშვილის საგოლე პასი საფრანგეთში, ალთუნაშვილის – ავსტრიაში

0
30

საფრანგეთის ლიგა 2-ის 33-ე ტურში „ბორდო“ სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე მყოფ „სენტ-ეტიენს“ ეწვია და მიუხედავად იმისა, რომ იგებდა, საბოლოოდ უქულოდ დარჩა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ზურიკო დავითაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მისი გადაცემის შემდეგ, პირველი ტაიმის დასრულებამდე 3 წუთით ადრე პედრო დიასმა ანგარიში გახსნა. დავითაშვილი 83-ე წუთზე შეცვალეს. მან მიმდინარე სეზონში 5 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელის გაძევების შემდეგ მასპინძლები 73-ე წუთიდან 10 კაცით თამაშობდნენ, მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დაამტებულ წუთზე ანგარიში გაათანაბრეს, ხოლო 94-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანეს. „ბორდო“ 41 ქწულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-14 ადგილზეა.
ავსტრიის ბუნდესლიგის ქვედქა ექვსეულში „ვოლფსბერგერმა“ „ლუშტენაუ“ მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1. მასპინძლებში საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა სანდრო ალთუნაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და 21-ე წუთზე მისი საგოლე პასის მერე მასპინძლები დაწინაურდნენ, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და საპასუხო ბურთი პირველი ტაიმის ბოლო წუთზე გაუშვეს. „ვოლფსბერგერი“ 19 ქულით ქვედა ექვსეულში მეორე ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი