მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელის თომას ტუხელის თქმით, მის გუნდს ჩემპიონთა ლიგაში დიდი გამოცდილება აქვს, რასაც 1/4-ფინალში ლონდონის „არსენალთან“ სტუმრად გასამართ პირველ მატჩში გამოიყენებენ.
„ამჟამად, „არსენალი“ ინგლისის პრემიერლიგაში საუკეთესო გუნდია, რასაც სტატისტიკა ამტკიცებს. ჩვენი მეტოქე ფანტასტიკურ სათამაშო ფორმაშია. მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაში ჯერჯერობით კარგად ვთამაშობთ. ჩვენს მინიმალურ მიზანს მივაღწიეთ – ბევრ გუნდს არ შეუძლია მეოთხედფინალში გასვლა. ახლა ბევრი რამ იღბალზეა დამოკიდებული. ზოგჯერ მსაჯის ერთ შეცდომა შეუძლია ასეთი დაპირისპირების შედეგზე გავლენა იქონიოს.
ნახევარფინალში გასვლა გვინდა. ამისთვის ორი საუცხოო მატჩი უნდა ჩავატაროთ. მეტოქის ძლიერი მხარეები ვიცით და ისიც ვიცით თუ ზიანი როგორ უნდა მივაყენოთ. ჩემპიონთა ლიგაში ჩვენ უფრო მეტი გამოცდილება გვაქვს. ამ ტურნირში ყველაფერი სხვაგვარადაა, ვიდრე პრემიერლიგაში. ამის ჩვენს სასარგებლოდ გამოყენება გვინდა“- იუწყება პრესკონფერენციაზე ტუხელის ნათქვამს გერმანული მედია.
„არსენალი“ – „ბაიერნის“ დაპირისპირება ლონდონშო „ემირეითსზე“ თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი





