მიკელ არტეტა: „ტუხელის დიდი თაყვანისმცემელი ვარ“

0
36

ლონდონის „არსენალის“ მთავარი მწვრთნელის მიკელ არტეტას თქმით, მიუნხენის „ბაიერნის“ თავკაცის თომას ტუხელის დიდი თაყვანისმცემელია, რომლისგან ბევრი ისწავლა. ესპანელმა სპეციალისტმა ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში შინ „ბაიერნთან“ ჩასატარებელი პირველი შეხვედრის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„ჩვენს წინ სერიოზული ამოცანა დგას – ვითამაშოთ ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კლუბთან, რასაც მოუთმენლად ველოდებით. „ბაიერნი“ მაღალი დონის გუნდია, ხოლო მე თომას ტუხელის დიდი თაყვანისმცემელი ვარ და იმის თუ როგორ ათამაშებს თავის გუნდებს. მისგან ბევრი ვისწავლე.
„ბაიერნს“ თუ დეტალურად გაანალიზებ, მიხვდები, რომ ეს ტოპ-გუნდია. კარგად უნდა მოვემზადოთ და ისე ვითამაშოთ როგორც გვსურს. თუ ამას გავაკეთებთ, გამარჯვების შანსი გვექნება.
წარსულში „ბაიერნთან“ მარცხს რაც შეეხება, ეს უკვე ისტორიაა. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ უკეთესები გავხდით. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ბევრი რამ ვისწავლეთ. ეს დაპირისპირება ჩვენთვის გამოწვევაა და ძალიან გვიხარია, რომ მისი ნაწილი ვართ“ – იუწყება არტეტას ნათქვამს ინგლისური მედია იუწყება.
„არსენალი“ – „ბაიერნის“ მატჩი ლონდონში „ემირეითს სთედიუმზე“ 23:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი