16-წლამდელებმა მალტის ტურნირი დაასრულეს

0
65

საქართველოს 16 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა მალტის ტურნირი მასპინძელ თანატოლებთან უგოლო ფრით დაასრულა. მანამდე, გიორგი ხიზანიშვილის გაწვრთნილებმა ლიხტენშტაინი 1:0 დაამარცხეს, ხოლო ანდორასთან 0:1 წააგეს.
საქართველოს ნაკრებიდან ტურნირზე ერთადერთი გოლი ლუკა ციკოლიამ გაიტანა, რომელიც თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია.
16-წლამდელები მალტაზე ასეთი შემადგენლობით იმყოფებოდნენ:
მეკარეები: საბა ასანიძე (ლოკომოტივი), მათე ჭელიძე (დინამო თბილისი).
მცველები: გლიბ კატკოვი (ინტერის აკადემია), ალექსანდე კირიკაშვილი (ჩერტანოვო, რუსეთი), გიორგი ლომიძე (დინამო თბილისი), გიორგი ჭეხანი (გაგრა), ნიკა ნათიშვილი (ინტერის აკადემია), ლუკა კუპრავა (ტორპედო ქუთაისი), საბა მარსაგიშვილი (ლოკომოტივი), ნიკა შათირიშვილი (კიოლნი, გერმანია).
ნახევარმცველები: ლუკა ციკოლია (დინამო თბილისი), ანდრია ქობულაძე (ლოკომოტივი), საბა ხოფერია (დინამო თბილისი), ალბერტ მადოიანი (დინამო თბილისი), კობა კაკაშვილი (დინამო თბილისი), ლუკა ჯაბუა (დინამო თბილისი), ანდრია ბართიშვილი (დინამო თბილისი), ნიკა ბარიხაშვილი (არნედო, ესპანეთი).
თავდამსხმელები: დავით ჩიგოშვილი (ლოკომოტივი), სანდრო მიქაუტაძე (დინამო თბილისი).
ლაშა თაბაგარი