„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელის პეპ გვარდიოლას თქმით, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში მადრიდში „რეალთან“ გასამართ პირველ შეხვედრაში მეტოქისთვის თავისი სათამაშო სტილის მოხვევას უნდა ეცადონ.
„რეალს“ პირველად არ ვუპირისპირდები. ჩვენ საკუთარ ძლიერ მხარეებზე ვართ კონცენტრირებულნი. გასულ სეზონში მადრიდელები დავამარცხეთ, ხოლო მანამდე, მათ მოგვიგეს. აი, ესაა ყველაფერი.
კლასიკური სიტუაციაა, როდესაც საპასუხო თამაშს საშინაო სტადიონზე ატარებ და იქ თავს ძლიერებად ვგრძნობთ.
„რეალი“ თავის სტადიონზე თამაშის ბევრ ასპექტებს აკონტროლებს. უნდა ვეცადოთ, რომ მეტოქეს ჩვენი სათამაშო სტილი თავს მოვახვიოთ“ – იუწყება პრესკონფერენციაზე ესპანელი სპეციალისტის ნათქვამს ინგლისური მედია.
„რეალი“ – „სიტის“ დაპირისპირენა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 23:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი





