კარლო ანჩელოტი: „ძალიან ვნერვიულობ“

0
50

მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში შინ „მანჩესტერ სიტისთან“ გასამართი პირველი მატჩის წინ პრესკონფერენციაზე არ დაუმალავს, რომ ძალიან ნერვიულობს.
„მოსამზადებლად დრო გვქონდა. მოედანზე გაბედულება და ინდივიდუალობა უნდა გამოვამჟღავნოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ რაც შეგვიძლია, ამ სიტყვის სრული გაგებით. „მანჩესტერ სიტისთვის“ კონ კურენციის გასაწევად საკმარისი თვისებები გვაქვს. მსაჯობის მნიშვნელობა? ოთხი მოთამაშე გვყავს, რომლებსაც დისკვალიფიკაცია ემუქრებათ. თუ ისინი საპასუხო მატჩში ვერ ითამაშებენ, მოედანზე სხვები გავლენ.
საფეხბურთო თვალსაზრისით საინტერესო მატჩი გველოდება, რადგან ორივე გუნდს თავისი განსაკუთრებული თვისება აქვს  და მაღალ დონეზე თამაში შეუძლიათ. ჩემი აზრით, გარკვეულ ასპექტებში ჩვენ უკეთესბი ვართ, ხოლო სხვა ასპექტებში ისინი გვჯობიან. ვნახოთ 180 წუთის განმავლობაში ვინ ვის აჯობებს.
ნერვები? დიახ, ძალიან ვნერვიულობ. წაგება ტანჯვაა და გამარჯვება ბედნიერება? არა, ეს უფრო ტვირთის მხრებიდან მოხსნას ჰგავს. იმიტომ, რომ მომდევნო დღეები უფრო მშვიდია. ტანჯვა მუშაობის ნაწილია, რომელიც ცხოვრებაში გეხმარება, ხოლო ჩემთვის ეს ბენზინივითაა.
„სიტისთან“ დაპირისპირებაში ბევრი ინდივიდუალური ორთაბრძოლა გველოდება. საბოლოო შედეგს სწორედ ისინი განსაზღვრავენ, როგორც ეს ყოველთვის ხდება. ჩვენ და „სიტის“ ბურთის ფლობის სხვადასხვა მახასიათებლები გვაქვს. გასულ სეზონში ბენზემა გვყავდა, რომელიც ორიენტირი იყო, ხოლო ახლა ის არაა. ამ დანაკლისს შეტევის წინ მეტი მობილურობით გავუმკლავდით. მნიშვნელოვანი იქნება, რომ პოზიციები წინასწარ არ დავაფიქსიროთ“- იუწყება იტალიელი სპეციალისტის ნათქვამს ესპანური მედია.
მომავალი შეხვედრა მადრიდში სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის სტადიონზე 23:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი