კვირკვიას სამქულიანი “გასროლა” აზერბაიჯანში

0
60

მათე კვირკვიამ ამ სეზონში აზერბაიჯანის პრემიერლიგაში თავის ანგარიშზე მეოთხე ბურთი ჩაიწერა. 29-ე ტურში „ქიაფაზმა“, სადაც კვირკვია და გიორგი პაპუნაშვილი გამოდიან, სტუმრად 3 ქულა „არაზთან“ აიღო – 2:1. კვირკვია სასტარტო შემადგენლობაში იყო და 62-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა ზუსტი დარტყმით თავისი გუნდი წინ გაიყვანა. როგორც შემდეგ გაირკვა, ქართველის გოლმა „ქიაფაზს“ სამი ქულა მოუტანა, რადგან დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა. კვირკვიამ მოედანი 81-ე წუთზე დატოვა, ხოლო პაპუნაშვილი თამაშში 57-ე წუთზე ჩაერთო. “ქიაფაზი” 30 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლოსწინაა.
ლაშა თაბაგარი