ყაზაიშვილის პირველი საგოლე პასი ჩინეთში

0
33

ვაკო ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატის მე-4 ტურში თავისი გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. „შანდუნი“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გამოდის, სტუმრად „ქინგდაოს“ შეხვდა და 1:0 დაამარცხა. ყაზაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე საგოლე გადაცემა პორტუგალიელ პედრო დელგადოს გაუკეთა. ვაკოსთვის ეს პირველი საგოლე პასია „შანდუნში“, სადაც სადებიუტო სეზონს ატარებს. გარდა ამისა, მან ერთი ბურთიც გაიტანა. „შანდუნი“ 7 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა.
იტალიის სერია B-ს 32-ე ტურში „კრემონეზე“ „ბარის“ ეწვია და 3 ქულა აიღო – 2:1. კრემონელებში საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა 2 ტაიმი ითამაშა. „კრემონეზეს“, რომელიც სერია A-ში დაბრუნებისთვის იბრძვის 59 ქულა აქვს და მე-2 ადგილზეა – 6 ქულით ლიდერ „პარმას“ ჩამორჩება.
ლაშა თაბაგარი