კაკაბაძის ეფექტური გოლი პოლონეთში

0
47

ოთარ კაკაბაზემ მიმდინარე სეზონში პოლონეთის ექსტრაკლასაში თავისი პირველი გოლი გაიტანა. 27-ე ტურში “კრაკოვიამ”, რომლის კაპიტანიც კაკაბაძეა “ლოძი” მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 2:2.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა და 77-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, შეტევეში ჩართულმა მეტოქეს ბურთი მისსავე ნახევარზე წაართვა, რის შემდეგ დაახლოებით 22-23 მეტრიდან ლამაზი გოლი მიითვალა. “კრაკოვიამ” უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და “ლოძმა” ქულა 86-ე წუთზე გატანილი ბურთით მოიპოვა. “კრაკოვია” 29 ქულით 18 გუნდში მე-12 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი