ბრაზილიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ნეიმარი მსოფლიო სრპოტის ისტორიაში მეათეა, რომელმაც კარიერის განმავლობაში მილიარდი დოლარი გამოიმუშავა.
Transfer News Live-ს ინფორმაციით, 32 წლის ფეხბურთელმა პროფესიონალურ დონეზე გამოსვლიდან დღემდე 933,2 მილიონი ევრო (1,01 მილიარიდ) დოლარი იშოვა. ამ თანხაში მისი ხელფასი, სპონსორული კონტრაქტები და შემოსავლის სხვა წყაროები შედის.
მიმდინარე სეზონში ნეიმარმა საუდის არაბეთის „ალ ჰილალის“ რიგებში ყველა ტურნირში ჩატარებულ 5 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა, მაგრამ შემდეგ მძიმე ტრავმა მიიღო და დღემდე მკურნალობს.
გაგაცნობთ მილიარდელი სპორტსმენების სრულ სიას:
1.მაიკლ ჯორდანი (აშშ, კალათბურთი) – 2,7 მილიარდი დოლარი.
2. ტაიგერ ვუდსი (აშშ, გოლფი) – 1,85 მილიარდი.
3. კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია, ფეხბურთი) – 1,57 მილიარდი.
4, ლებრონ ჯეიმსი (აშშ, კალათბურთი) – 1,36 მილიარდი.
6. როჯერ ფედერერი (შვეიცარია, ჩოგბურთი) – 1,17 მილიარდი.
7, ფლოიდ მეივეზერი (აშშ, კრივი) – 1,14 მილიარდი.
8. დევიდ ბექჰემი (ინგლისი, ფეხბურთი) – 1,13 მილიარდი.
9. ფილ მიკელსონი (აშშ, გოლფი) – 1,05 მილიარდი.
10. ნეიმარი (ბრაზილია, ფეხბურთი) მ- 1,01 მილიარდი.
ლაშა თაბაგარი





