„ლივერპულის“ ისტორიული მიღწევა პრემიერლიგაში

0
57

ინგლისის პრემიერლიგის 31-ე ტურში „ლივერპულმა“ „შეფილდ იუნაიტედი“ მიიღო და 3:1 დამარცხა. განვლილ შეხვედრაში პრემიერლიგის არსებობის ისტორიაში უნიკალური მაჩვენებელი დაფიქსირდა. კერძოდ, იურგენ კლოპის გაწვრთნილი მერსისაიდელებს ბურთის ფლობა 83,1% ჰქონდათ.
ESPN-ის ინფორმაციით, 2003-2004 წლების სეზონიდან მოყოლებული, როდესაც მსგავს სტატისტიკა აწარმოებენ, ასეთი შედეგი არცერთ გუნდს დაუფიქსირებია. „ლივერპულმა“ 70 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილის სათავეშია.
ლაშა თაბაგარი