დავითაშვილი ტურის სიმბოლურში

0
49

„ბორდოს“ ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 2-ის 30-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
ქართველი შემტევი კონკრეტულად ლიგა 2-ის ვებგვერდმა გამოარჩია. 30-ე ტურში დავითაშვილმა „პარიზის“ წინააღმდეგ თავი გოლით და საგოლე პასით გამოიჩინა, რითაც თავის გუნდს ქულის მოპოვებაში დაეხმარა (3:3).
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ზურიკო დავითაშვილს „ბორდოს“ მაისურით ყველა ტურნირზე 31 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი, ხუთჯერ კი საგოლე პასი გააკეთა.
ამასობაში დავითაშვილი ფრანგ ჟურნალისტებს ესაუბრა.
საქართველოს ნაკრებთან ერთად ისტორია დავწერეთ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ასეთი ამბები ჩემს ცხოვრებაში კიდევ ბევრი იქნება. განსაკუთრებულ მოტივაციას მაძლევს ის ფაქტი, რომ ევროპის ჩემპიონატზე უნდა ვითამაშო. აქამდეც არ მაკლდა მოტივაცია და გუნდისთვის ყველაფერს ვაკეთებდი. ასე იქნება მომავალშიც.
რაც შეეხება “ბორდოს”, ჩემი პოზიცია ისეთია – ყოველთვის ყველაფერი უნდა გავაკეთო და მინდორზე უნდა გამოვირჩეოდე. ყველას ძალიან გვინდა, რომ გადავიდეთ ლიგა 1-ში. რაც შეეხება ჩემს მომავალს, “ბორდოს” ფეხბურთელი ვარ. მომავალში რა იქნება, ამას ყველა ერთად ვნახავთ“, – განაცხადა დავითაშვილმა.