ინგლისის პრემიერლიგის 31-ე ტურში ლონდონის „ჩელსიმ“ „მანჩესტერ იუნაიტედი“ მიიღო და 4:3 დაამარცხა. მაურიციო პოჩეტინოს გაწვრთნილები შეხვედრას 2:0 იგებდნენ, შემდეგ 2:3 აგებდნენ, მაგრამ საბოლოოდ 3 ქულა მაინც აიღეს. „ჩელსიმ“ ყველა ტურნირში ჩატარებულ ზედიზედ 6 მატჩში 2 ან მეტი გოლი გაიტანა და ამდენივე გაუშვა.
„ჩელსი“ პრემიერლიგის შექმნის შემდეგ, პირველი გუნდია, რომელმაც ასეთი სერია „გამოაცხო. სხვათა შორის, ასევე „ჩელსი“ იყო ბოლო გუნდი, რომელმაც პრემიერლიგის ჩამოყალიბებამდე მსგავსი შედეგი აჩვენა – 1989 წელს. შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგა 1992 წელს შეიქმნა.
“ჩელსიმ” ბოლო ექვს შეხვედრაში ორჯერ ანგარიშით 3:2 მოიგო, ერთხელ – 4:3, ერთხელ – 4:2, ხოლო ორჯერ 2:2 ითამაშა. ცნობისთვის, “ჩელსიმ” პრემიერლიგაში “მანჩესტერ იუნაიტედი” 2017 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა – მანამდე 7-ჯერ წააგო და 5 მატჩი ფრედ დაასრულა. ლონდონელებს 43 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში მე-10 პოზიციაზე არიან.
ლაშა თაბაგარი





