კიტეიშვილი ავსტრიის თასის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა

0
43

გრაცის „შტურმი“, რომელშიც ოთარ კიტეიშვილი გამოდის, ავსტრიის თასის ფინალში ზედიზედ მეორედ ითამაშებს. ნახევარფინალში გრაცელებმა ავსტრიის მოქმედი ჩემპიონი „ზალცბურგი“ სტუმრად 4:3 დაამარცხეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე შეცვალეს.
„შტურმმა“ გასულ სეზონში თასი მოიგო და ფინალში ვენის „რაპიდი“ დაამარცხა. გრაცელები ამჯერადაც  „რაპიდს“ დაუპირისპირდებიან, რომელმაც გასვლაზე „ლეობენს“ 3:0 აჯობა.
ლაშა თაბაგარი