„სამტრედიამ“ პირველად მოიგო – შენარჩუნებს აშვეთია თანამდებობას?

0
6

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-6 ტურის მეორე სათამაშო დღე სამტრედიაში დაიწყო, სადაც ადგილობრივმა „სამტრედიამ“ წყალტუბოს „სამგურალი“ მიიღო და რევაზ ინჯგიას კარგი თამაშის წყალობით დაამარცხა.
მატჩის მე-18 წუთზე ბრაზილიელმა მცველმა მეო ასუნსაუმ თავისი ნახევრიდან გრძელი პასი გაუკეთა სტუმართა ნახევარზე მყოფ ინჯგიას, რომელმაც „სამგურალის“ მცველები სისწრაფეში დაჩაგრა და მეკარესთან პირისპირ გასულმა ანგარიში გახსნა – 1:0,
37-ე წუთზე „სამგურალის“ დაცვა ისევ ჩავარდა და ასუნსაუს გადაცემის მერე ინჯგია ისევ მეკარესთან მარტო დარჩა, მაგრამ მისი დარტყმული ლუკა კუტალაძემ მოიგერია, იქვე მდგომი ბრაზილიელი მცველი ფერნანდო ბული შეეცადა ბურთის მოგერიებას, რომელიც გვერდით ძელს მოხვდა, ხოლო ინჯგიამ დუბლი მიითვალა. მთავარმა მსაჯმა ირაკლი ხერხაძემ გოლი რეფერის ვიდეოასისტენთან გადამოწმების შემდეგ ჩათვალა, რადგან მანამდე ეჭვი ჰქონდა, რომ ინჯგია ბულის ეუხეშა.
ჩხრილოეთ მაკედონიელი დიმიტარ კაპინკოვსკის გაწვრთნილმა „სამტრედიამ“ მიმდინარე სეზონში პირველი მატჩი მოიგო და 6 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა. მიხეილ აშვეთიას ხელმძღვანელობით „სამგურალს“ ამ სეზონში არ გაუმარჯვია და 2 ქულით ბოლოა. გამორიცხული არაა, აშვეთიასთვის „სამტრედიასთან“ თამაში წყალტუბოელთა მთავარი მწვრთნელის რანგში ბოლო აღმოჩნდეს.
ლაშა თაბაგარი