16-წლამდელებმა მალტის ტურნირი გამარჯვებით დაიწყეს

0
7

საქართველოს 16 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა მალტის ტურნირზე წარმატებული სტარტი აიღო. გიორგი ხიზანიშვილის გაწვრთნილი გუნდი ლიხტენშტაინელ თანატოლებს დაუპირისპირდა და 1:0 აჯობა. ერთადერთი გოლი მატჩის 86-ე წუთზე ლუკა ციკოლიამ გაიტანა.
ქართველი ჭაბუკები მომდევნო შეხვედრას 5 აპრილს ანდორასთან ჩაატარებენ, ხოლო 8 აპრილს მალტას დაუპირისპირდებიან.
ლაშა თაბაგარი