ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების მატჩებზე დასასწრები ბილეთები 15 აპრილიდან გაიყიდება

0
68

მიმდინარე წლის ზაფხულში გერმანიაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მონაწილეობით გასამართ მატჩებზე ბილეთების გაყიდვა 15 აპრილს დაიწყება. ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახუეი იუწყება:
“უეფას ბილეთების პორტალზე ქართველი გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ბილეთების რეალიზაცია 15 აპრილს, 13:00 საათზე დაიწყება. http://euro2024.com/ticketsდეტალურ ინფორმაციას და გზამკვლევს ჩვენი გუნდის გულშემატკივარს უახლოეს დღეეებში გავუზიარებთ”.
ფრანგი ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი ევრო 2024-ზე F ჯგუფში თურქეთს, ჩეხეთსა და პორტუგალიას დაუპირისპირდება.
18 ივნისი. დორტმუნდი. 20:00. თურქეთი – საქართველო

18 ივნისი. ლაიპციგი. 23:00 პორტუგალია – ჩეხეთი

22 ივნისი. ჰამბურგი. 17:00 საქართველო – ჩეხეთი

22 ივნისი. დორტმუნდი. 20:00. თურქეთი – პორტუგალია

26 ივნისი. ჰამბურგი. 23:00 ჩეხეთი – თურქეთი

26 ივნისი. გელზენკირხენი. 23:00 საქართველო – პორტუგალია
ლაშა თაბაგარი