მამარდაშვილის მესამე აღებული პენალტი და მატჩის საუკეთესოს ტიტული

0
88

გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში ესპანეთის ლა ლიგაში მესამე პენალტი მოიგერია და მატჩის საუკეთესო მეკარედ მეოთხედ დაასახელეს. მანამდე, მან ორი “ალავესთან: (0:1) აიღო. 29-ე ტურში „ვალენსია“ სტუმრად „ვილიარეალს“ შეხვდა და 0:1 დამარცხდა.
მატჩის დასაწყისში მამარდაშვილმა ჯერ ალექსა ბაენას არ გაატანინა, ხოლო შემდეგ ტრაორეს დარტყმული უკუაგდო. ტაიმის შუაწელში ანგარიშის გახსნის რეალური შანსი უგო დუროს ჰქონდა, რომელიც კანოსმა მასპინძელთა მეკარესთან პირისპირ დატოვა და „ვალენსიას“ საუკეთესო ბომაბრდირმა წინ გამოსულ იორგენსენს თავს ზემოთ ბურთი არაზუსტად გადაუგდო. ამის შემდეგ „ვილიარეალის“ კარს კანოსი დაემუქრა და იორგენსენს ბურთის დაჭერა არ გაჭირვებია. ტაიმის მიწურულს თავის საჯარიმოში ტრაორეს ხელი ჯერ ოზკაჯარმა ჰკრა, შემდეგ კი გაია დაეჯახა და წააქცია. მსაჯის მიერ დანიშნული პენალტი ბაენამ შეასრულა და მამარდაშვილმა მისგან მარჯვენა დაბალ კუთხეში წასული ბურთი ცალი ხელით დაიჭირა.
53-ე წუთზე სანტი კომესანიას დარტყმის შემდეგ მამარდაშვილმა თავისი გუნდი აშკარა გოლისგან გადაარჩინა. ამ ეპიზოდიდან ერთ წუთში გიორგიმ სორლოტის დარტყმული ბურთი მოიგერია, მაგრამ კუენკას თავურთან ვერაფერი გააწყო – 1:0. „ვალენსიას“ ანგარიშის გათანაბრების შანსი ჰქონდა, თუმცა უგო დუროს „მაკრატელა“ იორგენსენმა გაანეიტრალა. მე-80 წუთზე ხერარდ მორენოს ძალიან სახიფათო დარტყმის მერე, მამარდაშვილმა მისგან მარჯვენა კუთხეში წასული ბურთი უკუაგდო.”ვალენსიას” 40 ქულა აქვს და 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა.

ლაშა თაბაგარი