მოჰამედ უაბი: „ნიდერლანდებთან დამსახურებულად გავიმარჯვეთ“

0
0

მაროკოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მოჰამედ უაბიმ მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის 1/16-ფინალში ნიდერლანდებთან პენალტების სერიაში გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ მეტოქეზე სრულად დომინირებდნენ.
„აბსოლუტურად დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ვფიქრობ, მეტოქეზე სრულად ვდომინრებდით. ჩვენ ბურთი ფლობის 70 პროცენტი გვქონდა, ხოლო მეტოქეს – 30 პროცენტი. კარში უფრო მეტჯერ დავარტყით და საგოლე მომენტებიც მეტი შევქმენით“ – იუწყება უაბის ნათქვამს ფიფას ვებგვერდი.
განვლილი მატჩის 72-ე წუთზე ნიდერლანდელთა კონტრშეტევის დროს მეტოქის საჯარიმოსთან მიახლოებულმა სამერვილმა ვარდნაში პასი გაკპოს გაუკეთა, რომელმაც ანგარიში გახსნა. ძირითადი დროსთვის დამატებულ წუთზე ნიდერლანდების საჯარიმოში ბურთი ტალბიმ ჩააწოდა და დიოპმა თავით საპასუხო ბურთი გაიტანა. დამატებითმა ტაიმებმა გამარჯვებული ვერ გაარკვიეს და პენალტებში მაროკომ 3:2 გაიმარჯვა.
4 ივლისს მაროკო 1/8-ფინალში კანადას შეხვდება. თამაში საქართველოს დროით 21:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი