ლევანდოვსკიმ კონტრაქტი „ჩიკაგოსთან“ გააფორმა

0
0

რობერტ ლევანდოვსკი კარიერას „ჩიკაო ფაიერსში“ განაგრძობს, რის შესახებ MLS-ში მოასპარეზე კლუბის პრესსმსახური იუწყება. პოლონეთის ეროვნული ნაკრების 37 წლის კაპიტანმა ჩიკაგოელებთან კონტრაქტი 2027-2028 წლების სეზონის ბოლომდე გააფორმა.
ლევანდოვსკი „ჩიკაგოს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, რადგან „ბარსელონასთან“ კონტრაქტი ამოეწურა. მან ბოლო 4 სეზონის განმავლობაში ესპანურ გრანდში ყველა ტურნირში ჩატარებულ 193 მატჩში 123 გოლი გაიტანა.
ის „ბარსაში“ „ბაიერნიდან“ გადავიდა, სადაც 2014-2022 წლებში გამოდიოდა და 375 შეხვედრაში 344 ბურთი შეაგდო. ლევანდოვსკი 2010-2014 წლებში დორტმუნდის „ბორუსიას“ ღირსებას იცავდა, სადაც 187 თამაშში თავი 103-ჯერ გამოიჩინა. მან პოლონეთის ეროვნულ გუნდში 167-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 89-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი