ზივზივაძის მეორე დუბლი მიმდინარე სეზონში

0
66

ბუდუ ზივზივაძემ “კარლსრუეს” მაისურით ამ სეზონში მეორე დუბლი შეასრულა. გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 26-ე ტურში კარსლრუელებმა “მაგდებურგი” მიიღეს და 7:0 გაანადგურეს. ზივზივაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-13 წუთზე როდესაც მისი გუნდი 1:0 იგებდა, სტუმართა მცველმა თავის საჯარიმოში ბურთი “ჩააბარა” საქართველოს ნაკრების ფორვარდს, რომელმაც შანსი კარგად გამოიყენა – 2:0. 25-ე წუთზე ზივზივაძემ მაგდებურგელთა საჯარიმოში მცველს ბურთი აართვა და კარში გადაგზავნა – 3:0. მე-40 წუთზე ქართველმა ფეხბურთელმა საგოლე პასი ნებელს გაუკეთა, რომლის დარტყმის მერე ანგარიში 4:0 გახდა. ზივზივაძე 66-ე წუთზე შეცვალეს. მან მიმდინარე სეზონსი მეორე ბუნდესლიგაში 24-ჯერ ითამაშა და 10 გოლის გატანის გარდა, 1 საგოლე პასი გააკეთა. ისიც აღსანიშნავია, რომ ზივზივაძე სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ 8-ჯერ მოხვდა. “კარლსრუე” 38 ქულით 18 გუნდში მე-7 ადგილზეა.
საფრანგეთის ლიგა 1-ის 26-ე ტურში “მეცი” “რეიმსს” ესტუმრა და 1:2 წააგო. საქართველოს ეროვნული გუნდის ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ ამჯერად გოლი არ გაუტანია. “მეცი” 23 ქულით 18 გუნდში ბოლოსწინაა.
ლაშა თაბაგარი