კვარაცხელია „ნაპოლიში“ თებერვალში საუკეთესოა

0
49

ხვიჩა კვარაცხელია თებერვალში „ნაპოლის“ საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება. გამოკითხვა „ნაპოლის“ გულშემატკივრებს შორის კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე ჩატარდა. თებერვალში საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ნეაპოლელთა მაისურით ჩატარებულ 7 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა. 23 წლის კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში „ნაპოლიში“ ყველა ტურნირში 35 შეხვედრა გამართა და მეტოქეთა კარი 9-ჯერ აიღო, პლუს 5 საგოლე პასი მიითვალა.
ლაშა თაბაგარი