ღუდუშაურმა უზბეკეთში თავი პირველად გამოიჩინა

0
4

პაატა ღუდუშაურმა, რომელიც ქარშის „ნასაფს“ ზაფხულში შეუერთდა, უზბეკეთი სუპერლიგაში პირველი ბურთი გაიტანა. 25-ე ტურში „ნასაფმა“ სახლში „სოგდიანა“ 2:1 დაამარცხა, ხოლო სასტარტო შემადგენლობაში მყოფი ქართველი გარემარბი 79-ე წუთზე შეცვალეს.
მატჩის 36-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები 1:0 იგებდნენ, მეტოქის მცველის ფეხიდან კარის წინ მდგომ ღუდუშაურს მიუვიდა, რომელმაც ვარდნაში გაიტანა. მან უზბეკეთის სუპერლიგაში 9-ჯერ ითამაშა და 1 გოლის გარდა, 1 საგოლე პასი მიითვალა.
ლაშა თაბაგარი