კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-2 ტურში „სამგურალმა“ გორის „დილას“ წყალტუბოში მდებარე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში უმასპინძლა, სადაც საშინაო მატჩებს მანამდე ჩაატარებს, ვიდრე 26 მაისის სახელობის სტადიონზე მინდვრის საფარი გამოსწორდება.
მიხეულ აშვეთიასთვის „სამგურალის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მოღვაწეობა ჯერჯერობით წარუმატებელი აღმოჩნდა. სადებიუტო შეხვედრაში სტუმრად თბილისის „დინამოსთან“ წაგების შემდეგ, ამჯერად წყალტუბოელები შინ პორტუგალიელი რუი მოტას გაწვრთნილ გორის „დილასთან“ დამარცხდნენ.
პირველ ტაიმში ანგარიშის გახსნა „სამგურალის“ კოტდივუარელ თავდამსხმელ გნამიას შეეძლო, რომელიც მეკარსთან პირისპირ გავიდა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი დავით კერესელიძემ მოიგერია.
მეორე ტაიმის დაწყებიდან სამ წუთში „დილას“ კაპიტანი ნიკა გაგნიძე მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და დაარტყა, ხოლო კუტალაძის დარტყმულს ნიდერლანდელმა ვაუტერმა დაამატა და ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა – 0:1. დარჩენილ დროში ფაქტობრივად რეალური სახიფათო მომენტი არ შექმნილა და შესაბამისად არც გოლი გასულა, „დილამ“ კი ზედიზედ მეორე თამაში მოიგო. აქვე გეტყვით, რომ პირველ მატჩთან შედარებით გორელებს, რომელთა რიგებში ბევრი ლეგიონერია, კიდევ ერთი უცხოელი ფეხბურთელი პორტუგალიელი ჟოაუ ნოგრეიგა დაემატა, რომელიც თადარიგში იყო და არ უთამაშია.
სამგურალი 0:1 დილა
ლაშა თაბაგარი





