გიორბელიძის სადებიუტო გოლი თურქეთის სუპერლიგაში

0
3

გურამ გიორბელიძემ „ერზრუმსფორის“ მაისურით თურქეთის სუპერლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა. მე-9 ტურში ერზრუმელებმა სტუმრად „გაზიანთეფი“ 3:1 დაამარცხეს, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველმა შეუცვლელად ითამაშა.
ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე, როდესაც სტუმრები 2:1 იგებდნენ, შეტევაში ჩართული გიორბელიძე საჯარიმოში გაიხსნა და ფეტაჰოღლუს პასის მერე, ერთი შეხებით საბოლოო წერტილი დასვა. ის სუპერლიგაში სადებიუტო სეზონს ატარებს და 7 შეხვედრაში 1 ბურთის შეგდების გარდა, ამდენივე საგოლე პასი გააკეთა. „ერზრუმსფორი“ 14 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი