“კოლხეთი 1913” : “სამწუხაროდ გამოჩნდნენ ისეთებიც…”

0
49

საფეხბურთო კლუბ ფოთის “კოლხეთი 1913” -ის პრესსამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
“როგორც ცნობილია ექვსწლიანი პაუზის შემდეგ ფოთის კოლხეთი 1913 ქართული ფეხბურთის უმაღლეს ეშელონს დაუბრუნდა. ორწლიანმა მუხრჩაუხრელმა მუშაობამ სასურველი შედეგი გამოიღო რაც გუნდის ხელმძღვანელობის ( გუნდის მფლობელი მამუკა ჯუღელი, დირექტორი ზაზა ინაშვილი, მთავარი მწვრთნელი დათო კვირკველია), სამწვრთნელო შტაბის, ფეხბურთელების, სამედიცინო პერსონალის, ადმინისტრაციის სრული დამსახურებაა.
2022 წლიდან, გუნდმა რომელიც ეროვნულ ლიგა 3-ში ასპარეზობდა ზემოთაღნიშნული პერსონალის გუნდის სათავეში მოსვლის შემდეგ მიზნად დაისახა ფოთელთა საყვარელი და ქვეყნის პირველი გუნდისათვის მაღალი მიზნები დაესახა რისი ნაწილიც უმოკლეს დროში მაქსიმალურად იქნა შესრულებული.
2022 წელს გუნდი ეროვნულ ლიგა 2-ში გადავიდა, ხოლო შემდეგ სეზონში კი ამ ლიგის გამარჯვებული გახდა რამაც შეიძლება ითქვას ქალაქში კოლხეთი 1913-ის ქომაგების გასახარად დიდი ფეხბურთი დააბრუნა. ჩვენ ჩინებულად გვახსოვს 2023 წლის სეზონში ქომაგთა არნახული მოზღვავება კოლხეთი 1913-ის მატჩებზე.
განსაკუთრებით ავღნიშნავდით სათასო მატჩებს ქუთაისი ტორპედოსთან და ბათუმის დინამოსთან რომლებშიც ფოთის ცენტრალურ სტადიონზე სრული ანშლაგი დაფიქსირდა.
გვახსოვს ასევე ჩვენი ქომაგების საგარეჯოსკენ გადაადგილებული ტრანსპორტის უწყვეტი ნაკადი სეზონის ბოლო, გადამწყვეტ მატჩში ფოთელთა საქომაგოდ რამაც თავისი გარკვეული წვლილი ასევე შეიტანა ფოთელთა წლის საბოლოოდ წარმატებით დაგვირგვინებაში.
გვახსოვს ქომაგი რომელიც ღამის 3 საათამდე ელოდა მშობლიურ ქალაქში დაბრუნებულ ფოთელთა გუნდს და არნახული დახვედრა მოუწყო მას. არ გადავაჭარბებთ თუ ვიტყვით რომ ქალაქი რამდენიმე დღე ზეიმობდა კოლხების ამ წარმატებას ექვსწლიანი პაუზის შემდეგ.
ჩვენ არაერთხელ გამოვხატეთ მადლიერება ჩვენი ქომაგისადმი რაც მათ უცილობლად დაიმსახურეს, პერიოდულად ყურადღებით ვისმენთ აქ გამოთქმულ მათ მოსაზრებებს ზომიერ ფარგლებში რაც ბუნებრივია ჯანსაღი, სამუშაო პროცესია და ამას გუნდის ყველა წევრი მიესალმება.
თუმცა სამწუხაროდ გამოჩნდნენ ისეთებიც რომლებმაც მთავარ ეროვნულ ლიგაში ჩატარებული 2 მატჩის შემდეგ გადაწყვიტეს რომ ზოგადად ფეხბურთი და გუნდის საქმეები უკეთ იციან ვიდრე კოლხეთში დასაქმებულმა პირებმა რაც გუნდის ხელმძღვანელებისადმი და სამწვრთნელო შტაბისადმი უსაფუძვლო რჩევების მიცემაში და პერიოდულად არც ისე კორექტულ მიმართვებში გამოიხატება როგორც ზემოთაღნიშნულთა, ასევე ფეხბურთელთა მისამართით.
გვინდა განვაცხადოთ რომ გუნდს აქვს სეზონის ჩამოყალიბებული გეგმა რომლის სისრულეში მოსაყვანად გუნდის ყველა წევრი მაქსიმუმს გაიღებს და კიდევ არაერთხელ ეცდება გაახაროს თავისი ერთგული ქომაგი რომელიც თავის მხრივ იმედს ვიტოვებთ რომ კვლავაც ისეთივე მხადამჭერი იქნება ჩვენი გუნდის როგორ გასულ სეზონში და ყველანი ერთად კიდევ არაერთ გამარჯვებას ვიზეიმებთ.
ასევე ვიმედოვნებთ რომ ზემოთმითითებული რამდენიმე ქომაგიც გაითვალისწინებს ჩვენს თხოვნას და თანამშრობლობაც ჩვენს შორის სასურველ დონეზე გაგრძელდება რათა ყველამ ერთად ვაკეთოთ საერთო საქმე, წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებული ვიქნებით ჩვენს გვერდზე დავემშვიდობოთ იმ ადამიანებს რომლებიც გუნდის წევრებისადმი არაკორექტული გამონათქვამებით წარმოაჩენენ თავს. ჩვენ პირველი გუნდი ვართ!”