პსჟ ტიტულისთვის ბრძოლას განაგრძობს – ლუის ენრიკემ მბაპეს წასვლა დაადასტურა

0
47

პსჟ-მ ჩემპიონთა ლ;იგის 1/8-ფინალში შინ „რეალ სოსიედადთან“ 2:0 გამარჯვების შემდეგ, საპასუხო შეხვედრაში სტუმრად ესპანელებს 2:1 აჯობა და 2021 წლის მერე, ტურნირის 1/4-ფინალში პირველად გავიდა.
შეხვედრის მე-15 წუთზე ანგარიში კილიან მბაპემ გახსნა, რომელმაც 56-ე წუთზე დუბლი შეასრულა. მან ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში 18 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით როგორც ესპანელ რაულს, ასევე უკრაინელ შევჩენკოს დაეწია – რეკორდსმენი 49 გოლით კრიშტიანუ რონალდუა. „რეალ სოსიედადიდან“ ერთადერთი გოლი თავის ანგარიშზე 89-ე წუთზე მიკელ მერინომ ჩაიწერა. პსჟ-ს 2023 წლის ნოემბრიდან მოყოლებული ყველა ტურნირში 21 მატჩში არ წაუგია – 15 გამარჯვება და 6 ფრე.
თამაშის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე პარიზელთა ესპანელმა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ დაადასტურა, რომ მბაპე კლუბიდან წავა:
„ყველაფრის გათვალისწინებით უახლოეს მომავალში კილიან მბაპე პსჟ-ში არ იქნება, ამიტომ, ტაქტიკის სხვა მოთამაშეებთან ერთად გატესტვა მოგვიწევს“.
ლაშა თაბაგარი