„ბაიერნი“ კეინის დუბლით 1/4-ფინალშია

0
48

მიუნხენის „ბაიერნმა“ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ მატჩში სტუმრად რომის „ლაციოსთან“ 0:1 წაგების შემდეგ, საპასუხო შეხვედრაში მეტოქეს 3  გოლი გაuტანა და ბოლო 13 სეზონის მანძილზე 1/4-ფინალში მეთორმეტედ გავიდა. მატჩის 38-ე წუთზე მასპინძლების კარგი კომინაციის დროს თომას მიულერმა „ლაციოს“ საჯარიმოში თავით მისცა პასი გერეირუს, რომელსაც დარტყმა არ გამოუვიდა, მაგრამ სამაგიეროდ ჰარი კეინმა მცველს დაასწრო და თავურით ანგარიში გახსნა.
პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-2 წუთზე „ბაიერნმა“ კუთხური ჩააწოდა და დე ლიხტის დარტყმის მერე, მიულერმა თავით ბურთი კარში გადაგზავნა. 66-ე წუთზე გერმანელების კონტრშეტევის დროს სანე იტალიელთა საჯარიმოში შეიჭრა და მისი დარტყმული მეკარემ მოიგერია, მაგრამ კეინმა ზუსტად დაამატა. ინგლისელმა ფორვარდმა „ბაიერნის“ მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 33 მატჩში 33 გოლი გაიტანა. მის ანგარიშზე ჩემპიონთა ლიგაში 27 გოლია და ამ მაჩვენებლით რაჰიმ სტერლინგს გაუტოლდა – ინგლისელ ფეხბურთელებში საუკეთესო მეგოლე უეინ რუნია, რომელმაც თავის დროზე 30 ბურთი გაიტანა. კეინი პირველი ბრიტანელია, რომელმაც უეფას საკლუბო ტურნირებში 50 ან მეტი გოლი გაიტანა.  „ბაიერნის“ მეკარე მანუელ ნოიერმა ჩემპიონთა ლიგაში 57 მატჩში გოლი არ გაუშვა და ესპანელი იკერ კასიალიასის მიღწევა გაიმეორა.
ლაშა თაბაგარი