ესპანეთის პროკურატურამ 4 წელი და 9 თვე პატიმრობის შეფარდება მოითხოვა მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტისთვის, რომელსაც ბრალს გადასახადების დამალვაში სდებენ, იუწყება Relevo.
იტალიელი ფეხბურთის სპეციალისტი 2014-2015 წლებში ერთი მილიონი ევროს არგადახდაშია ეჭვმიტანილი. ანჩელოტი, რომელიც ამჟამად 64 წლისაა „რეალს“ სათავეში პირველად 2013 წელს ჩაუდგა და 2015 წელს გადადგა. ის მეორედ მადრიდელთა თავკაცად 2021 წლის ივლისში დაინიშნა.
ლაშა თაბაგარი





