არაბიძე: “100%-ით კმაყოფილი საკუთარი თავით არ ვარ”

0
66
ქუთაისის “ტორპედოს” გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირის გიორგი არაბიძის თქმით, საკუთარი თავის 100 პროცენტით კმაყოფილი არაა. მან ამის შესახებ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-2 ტურში დღეს თბილისის “იბერიასთან” შინ გასამართ მატჩამდე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც შოტლანდიელი მთავარი მწვრთნელი სტივ კინიც დაესწრო.
გიორგი არაბიძე: “ჩემი პროგრესი ყველა იმ ადამიანის დამსახურებაა, ვისთანაც ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს. კლუბში შექმნილი გარემო, ხელმძღვანელობისგან დამოკიდებულება. ეს ყველაფერი ჩემზე დადებითად მოქმედებს. 100%-ით კმაყოფილი საკუთარი თავით არ ვარ, მაგრამ ვცდილობ ყველა მატჩი ერთმანეთზე უკეთესი იყოს.”
სტივ კინი: “იბერიას” თამაში შევისწავლეთ. კარგი გუნდია, აგრესიულ პრესინგს თამაშობენ, ამიტომ ჩვენს წინააღმდეგ აგრესიულ თამაშს ველით. სრულად გვაქვს გააზრებული რა სირთულის მატჩი გვექნება.
“სამტრედიასთან” ჩვენი შესაძლებლობა სრულად ვერ გამოვავლინეთ , არ მომეწონა მატჩის ტემპი. ამაზე ვიმუშავეთ და უკეთესის მოლოდინში ვარ. მჯერა იმ ფეხბურთელების, რომლებიც მოედანზე გავლენ. გულშემატკივრის მხარდაჭერა ძალიან დაგვჭირდება. მჯერა, ჩვენს საგულშემატკივროდ ბევრი მოვა”.
ლაშა თაბაგარი